ტატა ხვედელიანი - ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ სალომე ზურაბიშვილს და პარტიებს გააცნო ხედვები მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით - როგორ უნდა მივიდეთ არჩევნებამდე, როგორ უნდა მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირება

ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ გააცნო სალომე ზურაბიშვილს და დანარჩენ პარტიებს, ჩვენი ხედვები მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით - კერძოდ, როგორ უნდა მივიდეთ არჩევნებამდე, რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირება, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, ტატა ხვედელიანმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ტექნიკურ, კონკრეტულ საკითხებზე ისაუბრეს.

“დღეს სალომე ზურაბიშვილთან ინტერპარტიული შეხვედრა იყო, სადაც ჩვენ შევაჯერეთ საკითხები. ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ გააცნო სალომე ზურაბიშვილს და დანარჩენ პარტიებს ჩვენი ხედვები მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. ასევე, როგორ უნდა მივიდეთ არჩევნებამდე, რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირება. მე ვერ დავადასტურებ იმას, რომ რაიმე ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით იყო საუბარი. ჩვენ ვისაუბრეთ ტექნიკურ, კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც ეხებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებას, ზოგადად ხედვებს და შევაჯერეთ, ის საკითხები და ხედვები, რომელიც პარტიებს გვაქვს.

ჩვენ [პარტია] საუბრობს კონკრეტული ინსტიტუტების ხელმძღვანელობის ცვლილებაზე, ანუ ნეიტრალური ადამიანების დანიშვნაზე და ეს უნდა მოხდეს პოლიტიკური კონსენსუსით, რომლებიც არჩევნების ჩატარებას მოახდენენ. ჩვენ 6 სტრუქტურაზე ვსაუბრობთ, მათ შორის არის სუს-ი, საარჩევნო ადმინისტრაცია, აუდიტის სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, ანტიკორუფციული სამსახური”, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა