„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

15 იანვარს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, ავთო ვარაზის ქუჩა N2-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში შეასრულებენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 15 იანვარს საღამოს 18:00 საათიდან 16 იანვრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნუცუბიძის I, II, IV და V მიკრორაიონებსა და კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩა N 211, 221, 223, ჟღენტის, შავგულიძის N7, 7ა, მინდელის N 3, 5, პოლიტკოვსკაიას, ფხაკაძის, მხატვართა და ძოწის ქუჩებს, ვაჟა-ფშაველას მე-5 კვარტლის მე-4 კორპუსს, ვარაზის, თვალჭრელიძის, ბანძელაძის, ზარწემის, ტაბიძის, ქვემო აჟარის, ზაალიშვილის, აფხაიძის, კვაჭაძის, ბიწაძის, კედარის ქუჩებს; კაპანელის ქუჩას და შესახვევს, ფერმწერთა ქუჩას, შესახვევებსა და ჩიხებს, სოფელ თხინვალას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია