სერგეი ლავროვი - საქართველოს შეუძლია 3+3 ფორმატში თავისი ადგილი დაიკავოს

საქართველოს შეუძლია 3+3 ფორმატში თავისი ადგილი დაიკავოს. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივას 3+3 მექანიზმის შექმნის შესახებ მხარი აქტიურად დავუჭირეთ - სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა და მათი სამი მეზობელი: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო - რუსეთი, თურქეთი, ირანი“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისი თქმით, საქართველოსთვის ადგილი კვლავ ხელმისაწვდომი რჩება.

„პირველი კონტაქტები უკვე შედგა. ჩვენს ქართველ მეზობლებს მათთვის განკუთვნილი ადგილი ჯერ არ დაუკავებიათ, მაგრამ ეს ადგილი იმ მაგიდასთან, სადაც ჩვენ რეგიონის პრობლემების განხილვას ვაპირებთ, მათთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი დარჩება“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი