მსახიობების მარში პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას მსახიობები შეუერთდნენ, რომლებმაც მანამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრიდან რუსთაველის თეტრის მიმართულებით.

მარშის მონაწილეების მხრიდან რუსთაველის თეატრთან ისმოდა შეძახილები: “არა ტირანიას”, “გაუმარჯოს ქართულ თეატრს”. ამასთან, მოსახლეობას ქართული თეატრის დღეც მიულოცეს.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებმა მორიგი საპროტესტო აქცია - საქართველოს-ამერიკის მეგობრობის მარში დააანონსეს, რომელიც 20 იანვარს, 19:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და საკანონმდებლო ორგანოსთან დასრულდება.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს. რუსთაველის გამზირის პარალელურად აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც გაიმართა.

უწყვეტი პროტესტის 48-ე დღესაც მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნები და აქციების პერიოდში დაკავებული პირების უპირობო გათავისუფლებაა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი