აშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

აშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია ვაშინგტონში ჩატარდა და დოკუმენტს ხელი მოაწერეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ დოკუმენტის გაფორმება მნიშვნელოვანი ეტაპია სომხეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობაში.

"ვაყალიბებთ აშშ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას. კომისია ჩარჩოს გვაძლევს, რათა გავაფართოვოთ ორმხრივი თანამშრომლობა ეკონომიკური საკითხების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, დემოკრატიის, სასამართლოს, ინკლუზიურობის, ხალხთაშორის კონტაქტების რიგ საკვანძო საკითხებში", - განაცხადა ბლინკენმა.

თავის მხრივ, მირზოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები, რომლებიც საერთო ღირებულებებსა და ორმხრივ ინტერესებს ეფუძნება, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა.

"სომხეთი-შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია მყარ საფუძველს გვაძლევს და ჩვენს თანამშრომლობას უფრო ამბიციურს ხდის. ის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებას, კომუნიკაციების გაუმჯობესებას, თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღრმავებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, სამართლიანობისთვისა და კანონის უზენაესობისთვის ხელშეწყობას, ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების განვითარებას, და ხალხთაშორისი კონტაქტების გაფართოებას", - განაცხადა მირზოიანმა.

მისივე თქმით, სომხეთ-აშშ-ის ურთიერთობებმა ისეთ დონეს მიაღწია, როდესაც სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება არა მხოლოდ არსებულ რეალობას ასახავს, არამედ "კრიტიკულად მნიშვნელოვანია რთული გეოპოლიტიკური პირობების კონტექსტში ოპერირებისთვის".

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება