მიხაილ როთი - გიორგი გახარიაზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმით ღრმად შეშფოთებული ვარ - დანაშაულის სწრაფად გამოძიებასა და დამნაშავის შესაბამისად დასჯას მოვითხოვ

ბათუმში გიორგი გახარიაზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმით ღრმად შეშფოთებული ვარ, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ბათუმში გიორგი გახარიაზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმით ღრმად შეშფოთებული ვარ. დანაშაულის სწრაფად გამოძიებასა და დამნაშავის შესაბამისად დასჯას მოვითხოვ. რეჟიმმა კრიტიკული ხმები უნდა დაიცვას და მათ არ უნდა დაემუქროს. გიორგის სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - წერს მიხაილ როთი.

„გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება