GCCA-იმ „აჭარა ჯგუფთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, შპს „აჭარა ჯგუფთან“ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა.

ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, GCCA-სა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა - საცნობარო (კვების) მენიუში შეიტანოს ცვლილება და მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია საქონლის საბოლოო ფასის შესახებ, რომელშიც მითითებული იქნება დამატებული ღირებულების გადასახადი და ყველა სხვა გადასახადი/ხარჯი, მათ შორის მომსახურების გადასახადი.

GCCA-ის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა 2 თვის ვადა სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება