„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება

„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ორთაჭალაში, ნიკოლოზ ჩხეიძის ქუჩაზე, 14 იანვარს, ღამის საათებში მოხდა. 9-სართულიან კორპუსში აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 4 ადამიანი. აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის ფასადი და კედლები ჩამოინგრა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა გახდა.

„ვისოლ ჯგუფი“ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და გამოჯანმრთელებას უსურვებს 25 წლის ახალგაზრდას, რომელიც დღემდე მძიმე დაზიანებებით კლინიკაში რჩება.

(R)

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა