თინა ბოკუჩავა - მინდა ბრიუსელიდან გამოვეხმაურო „ქართული ოცნების“ დეპუტატებად წოდებული „ზონდერ“ ბრიგადის მხრიდან გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე ჯგუფური თავდასხმის ფაქტს - ჩემი სრული სოლიდარობა მათ

ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური შურისძიებისა და ძალადობის მაგალითი, არამედ იმგვარი სამოქალაქო დაპირისპირების და განუკითხაობისკენ ქვეყნის ბიძგება, რაც ბნელ 90-იანებს ჩაბარდა და რამაც ღრმა ეროვნული ტრავმა თაობებში დატოვა, - ასე გამოეხმაურა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა პარტია „გახარია საქართველოს“ ლიდერ, გიორგი გახარიაზე და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძეზე თავდასხმას.

ბოკუჩავა გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძეს სოლიდარობას უცხადებს.

„მინდა ბრიუსელიდან გამოვეხმაურო „ქართული ოცნების“ დეპუტატებად წოდებული „ზონდერ“ ბრიგადის მხრიდან - გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე ჯგუფური თავდასხმის ფაქტს.

ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური შურისძიებისა და ძალადობის მაგალითი, არამედ იმგვარი სამოქალაქო დაპირისპირების და განუკითხაობისკენ ქვეყნის ბიძგება, რაც ბნელ 90-იანებს ჩაბარდა და რამაც ღრმა ეროვნული ტრავმა თაობებში დატოვა.

ეს არის ქვეყნის მტრობა, ღალატი, „რუსული ოცნება“, დასტური იმისა, რომ ან ჩვენ გავაგდებთ (დიახ, გავაგდებთ, მომედავოს ახლა „იმედი“) ივანიშვილს, ან ის გაანადგურებს არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს, რომელიც უკვე ჩამოანგრია, არამედ ქვეყანას და ქართველ ხალხს.

ჩემი სრული სოლიდარობა გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძეს.

საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს!“, - წერს თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა