გიორგი ვაშაძე - მინდა მივმართო  საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, ნუ შეგეშინდებათ სამსახურიდან წამოსვლის - გვაქვს მექანიზმები, როგორ უნდა დაგიდგეთ გვერდით

მინდა მივმართო საჯარო სექტორში დასაქმებულ ყველა პირს და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, ნუ შეგეშინდებათ სამსახურიდან წამოსვლის - გვაქვს მექანიზმები, თუ როგორ უნდა დაგიდგეთ გვერდით და დაგეხმაროთ, რომ თქვენი უფლებები დავიცვათ, - ამის შესახებ „სტრატეგია - აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ოპოზიციური პარტიების სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნას „მოძალადეთა ვრცელი სია“, რომელშიც მოსამართლეები და პოლიციის თანამშრომლები მოხვდებიან.

„დოკუმენტზე მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. დღეს საღამოს კვლავ იქნება შეხვედრა იურიდიული ჯგუფების, რომ შეჯერდეს კონკრეტული საკითხები. მთავარი საკითხი, რაზეც შევთანხმდით არის, რომ შეიქმნას მოძალადეთა სრული სია - სასამართლოს, პოლიციის, სპეცსამსახურების, რომლებიც ჩართულები არიან ძალადობაში, რომ მათ პასუხისმგებლობა დაეკისროთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო