ნიკოლ ფაშინიანი - საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის ორბიტაზეა

საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის ორბიტაზეა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

აშშ-სა და სომხეთს შორის გუშინ ვაშინგტონში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ „ქვეყნის დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა მთავარ ეტაპს“ აღწევს.

„ირანთან ურთიერთობა ბუნებრივ ინტერესებზეა დაფუძნებული, რაც თანამშრომლობის ყველაზე საიმედო საფუძველსა და ურთიერთობების სტაბილურობის გარანტიას წარმოადგენს. საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის ორბიტაზეა, რაც ახალ პერსპექტივებსა და განვითარების პოტენციალს ქმნის. თურქეთთან ურთიერთგაგების თვალსაჩინო საფუძველი ჩამოყალიბდა. აზერბაიჯანთან ურთიერთობაში სომხეთის რესპუბლიკამ ყველა საკითხზე კონსტრუქციული გადაწყვეტილებების შესახებ შეთავაზება გააკეთა“, - წერს სომხეთის პრემიერი.

მისი თქმით, რუსეთთან სომხეთის ურთიერთობები „ახლა უფრო პრაქტიკულია, ვიდრე ოდესმე. ვცდილობთ ეს ურთიერთობები ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისა და სუვერენიტეტის საფუძველზე განვავითაროთ“.

„საფრანგეთთან ჩვენი მეგობრობა გამყარდა და განვითარდა. ევროკავშირთან ურთიერთობა უფრო მჭირდრო გახდა, რასაც ბრიუსელშიც აღნიშნავენ. აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა იწყება. ინდოეთთან ურთიერთობამ ახალი მნიშვნელობა შეიძინა, ჩინეთთან ურთიერთობები ვითარდება და ახლო აღმოსავლეთში პარტნიორობისთვის ახალი შესაძლებლობები შეიქმნა“, - აღნიშნავს ნიკოლ ფაშინიანი.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა