ანა ნაცვლიშვილი - „ძლიერი საქართველოს“ სახელით კატეგორიულად ვგმობთ გიორგი გახარიას წინააღმდეგ განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას! - ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ივანიშვილს!

„ძლიერი საქართველოს“ სახელით კატეგორიულად ვგმობთ გიორგი გახარიას წინააღმდეგ გუშინ განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას! - ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ივანიშვილს! - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილის განცხადებით, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ სინდისის ყველა პატიმარს სოლიდარობას უცხადებს.

„პერსონალურად ივანიშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა იმ რეპრესიებზე, რომლებსაც რუსულ სტილში ქართული მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ახორციელებენ და ამ რეპრესიების მძიმე მაგალითებია გუშინდელი თავდასხმა ზვიად ქორიძეზე, მზია ამაღლობელის და ათობით ადამიანის, მათ შორის „ძლიერი საქართველოს“ წევრებისა და ლიდერების აბსოლუტურად, დაუსაბუთებელი და უკანონო პატიმრობა.

ჩვენი სახელით სოლიდარობა სინდისის ყველა პატიმარს და ვაძლევთ გარანტიას, რომ ახალი არჩევნების შემდეგ ყველა ჯალათს, რომელიც მონაწილეობს მათ წინააღმდეგ, ამ უსამართლო და სასტიკ რეპრესიებში, სათანადო პასუხი რეფორმირებული მართლმსაჯულების პირობებში გაეცემა!“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა