ნიკა მელია - სოლიდარობას ვუცხადებ ყველას, ვინც არის ივანიშვილის „ზონდერების“ მსხვერპლი, მათ შორის, ბატონ გახარიასაც

სოლიდარობას ვუცხადებ, რა თქმა უნდა, ყველას, ვინც არის ივანიშვილის „ზონდერების“ მსხვერპლი, მათ შორის, ბატონ გახარიასაც, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც პარტია „გახარია საქართველოს“ ლიდერ გიორგი გახარიაზე თავდასხმას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ყველა ადამიანს სჭირდება გვერდში დგომა, ვინც დღეს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის.

„ეს ქვეყანა ვერ იქნება რუსეთი. ეს საქართველოა. საქართველოში ცხოვრობენ საქართველოს მოქალაქეები და „ზონდერებს“ და კრიმინალებს მომავალი ვერ ექნება. მიუხედავად იმისა, რომ გახარიასთან წარსულში ვერაფერზე ვთანხმდებოდით და სავარაუდოდ, მომავალშიც ძალიან ბევრ რამეზე ვერ შევთანხმდებით, ერთ რამეზე კი არის შეთანხმება მიღწეული, რომ ყველამ ერთად უნდა მოვიპოვოთ მომავალი. შეუძლებელია ივანიშვილს გაუვიდეს თავისი, ივანიშვილს სურს, რომ ძალა იყოს ამ ქვეყანაში სიმართლე. ჩვენ გვსურს, რომ სიმართლე იყოს ძალა და ეს ასეც იქნება. სოლიდარობას ვუცხადებ, რა თქმა უნდა, ყველას, ვინც არის ივანიშვილის „ზონდერების“ მსხვერპლი, მათ შორის, ბატონ გახარიასაც. ყველას, ვინც იბრძვის დღეს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, განურჩევლად წარსულში ჩვენი ყველასი დაშვებული შეცდომებისა, აწმყოში ვინც აცნობიერებს, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის დასავლური მომავლის და ეროვნული ინტერესების მტერი, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს სჭირდება გვერდში დგომა,“ - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა. გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციითაც, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის