გურამ მაჭარაშვილი - კომპანიების გაფიცვა პოლიტიკური კეკლუცია, თუ სისტემა და ქვეყანა არ გაწყობს, საერთოდ დაიხურე ქუდი და წადი! - სამი საათით გაფიცვა რას ნიშნავს? სამი საათით შესვენების გამოცხადება გაფიცვა არ არის

კერძო კომპანიების გაფიცვა პოლიტიკური კეკლუცია - რას ნიშნავს გაფიცვა?! თუ ეს სისტემა და ქვეყანა არ გაწყობს, საერთოდ დაიხურე ქუდი და წადი! - ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილი იმასაც ამბობს, რომ კომპანიებმა რეალურად 3-საათიანი შესვენება გამოაცხადეს.

“რას ნიშნავს კერძო სექტორის გაფიცვა?! ან სამი საათით გაფიცვა რას ნიშნავს? - სამი საათი შესვენებაა და შესვენება გამოაცხადეს. შესვენების გამოცხადება გაფიცვა არ არის. თუ იფიცები, ნება იბოძე და თქვი, რომ რაღაც მომენტის შესრულებამდე ოპერირება აღარ გექნება. გაიფიცეთ და ნახავთ, რომ ალტერნატივა მაშინვე გამოჩნდება - ასეთია ეკონომიკის პრინციპი.

ეს არის პოლიტიკური კეკლუცი - იმიტომ, რომ იციან, ამას ეფექტი არ ექნება, მაგრამ იფიცებიან იმისთვის, რომ რადიკალურ კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" თავი მოაწონონ. ეს ყველაფერი იწერება და თავის დროზე ქართველი ხალხი პასუხს გასცემს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

“იფიცება საქართველო!” - დამსაქმებლები და დასაქმებულები 15 იანვარს, 15:00 საათზე, საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში.

გაფიცვა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო