გურამ მაჭარაშვილი - გიორგი გახარია თავის საქციელზე პასუხს აუცილებლად აგებს - მომხდარი ფაქტი მის ზნეობას აჩვენებს! გახარია უფრო მეტად მოღალატეა, ვიდრე კოლექტიური „ნაცმოძრაობა"

გიორგი გახარია თავის საქციელზე პასუხს აუცილებლად აგებს - მომხდარი ფაქტი მის ზნეობას აჩვენებს! გახარია უფრო მეტად მოღალატეა, ვიდრე კოლექტიური „ნაცმოძრაობა", - ეს განცხადება ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილმა გახარიას "არარაობა" უწოდა.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ გუშინ, ჟურნალისტის კითხვაზე გიორგი გახარიას პასუხი ვიხილეთ, რომ თურმე პოლიციელისათვის ხელის დარტყმა არაფერი არ არის, ეს არის გამოხატვის თავისუფლება და მანამდეც რაღაცები იყო, ამის შემდეგ კომენტარიც კი ზედმეტია, თუ ვისთან გვაქვს საქმე.

ეს ადამიანი, რომელიც დაახლოებით 6-7 წლის წინ აბსოლუტური არარაობა იყო, პოლიტიკურად „ქართულ ოცნებაში“ დაიბადა, „ქართულმა ოცნებამ" ფრთხები შეასხა და მერე მოუტრიალდა და უღალატა არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ქვეყანას და სახელმწიფოს. რაც ყველაზე მთავარია, ამას აგრძელებს.

ის კოლექტიურ "ნაცმოძრაობაზე" უარესია - კოლექტიური "ნაცმოძრაობა" თავიდანვე ქვეყნის მოღალატე იყო, ზნე არ შეუცვლია და დღესაც კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“. ეს ადამიანი აგენტურაში გადავიდა და აბსოლუტურად ამაზრზენად საუბრობს - თავად იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და ამბობს, რომ თურმე აქციის მონაწილემ პოლიციის უფროსს სილა რომ გაარტყას, ეს ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„გახარია - საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა.

გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციითაც, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს