ვარლამ ლიპარტელიანი გახარიასთან დაპირისპირებაზე - იქ არ ვყოფილვარ, თუმცა თავს თუ დაგვესხმებოდა და ჭიქიან ხელს ჩაგვარტყამდა, მეც საკადრის პასუხს გავცემდი, როგორც დიტომ გააკეთა

თუ თავს დაგვესხმებოდა და ჭიქიან ხელს ჩაგვარტყამდა, ბუნებრივია, საკადრის პასუხს გავცემდი მეც, ისევე როგორც დიტომ გასცა საკადრისი პასუხი, თუმცა სამწუხაროდ იქ არ ვიყავი, როცა ეს ამბავი მოხდა. ამ დროს მე თბილისში ვიმყოფებოდი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა „იმედს“ განუცხადა.

ვარლამ ლიპარტელიანი ინფორმაციას, თითქოს ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ გიორგი გახარიასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირებისას ისიც ადგილზე იმყოფებოდა, სპეკულაციას უწოდებს.

„რატომ გაჩნდა ჩემი სახელი, წარმოდგენა არ მაქვს. ეგრე იმასაც ამბობდნენ, „იმედი“ იტყუება, გახარიას არ დაუწყია ფიზიკური ძალადობა, თავს დაესხნენო. ფაქტია, ბათუმში ბოლოს ჩვენი ნაკრების თამაში რომ იყო, მაშინ ვიყავი, იმის მერე არ ვყოფილვარ“, - აცხადებს ლიპარტელიანი.

ცნობისთვის, „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა. გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციითაც, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს