უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინა მხარს უჭერს ქართველ ხალხს - არცერთ ქვეყანას, განსაკუთრებით კი რუსეთს, არ აქვს უფლება ხალხის გეოპოლიტიკურ არჩევანს ვეტო დაადოს

უკრაინა მხარს უჭერს ქართველ ხალხს - არცერთ ქვეყანას, განსაკუთრებით კი რუსეთს, არ აქვს უფლება ხალხის გეოპოლიტიკურ არჩევანს ვეტო დაადოს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას ჰკითხეს, ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი და აქვს თუ არა უკრაინას მიხეილ ყაველაშვილთან კონტაქტი.

„უკრაინა მხარს ქართველ ხალხს უჭერს. ჩვენ ვგმობთ გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ, ვგმობთ დიდი რაოდენობით დარღვევებს საპარლამენტო არჩევნების დროს, ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების არაპროპორციულ რეპრესიებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენ ეუთო-ს დასკვნა ყურადღებით შევისწავლეთ, სადაც მრავალრიცხოვანი დარღვევების შესახებ ნათლად არის აღნიშნული. დასკვნის მთავარი რეკომენდაცია პრობლემების ძირითადი მიზეზების აღმოსაფხვრელად ახალი არჩევნების ჩატარებაა“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, „არცერთ ქვეყანას, განსაკუთრებით კი რუსეთს, არ აქვს უფლება ხალხის გეოპოლიტიკურ არჩევანს ვეტო დაადოს“.

„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არცერთ ქვეყანას, განსაკუთრებით კი რუსეთს, არ აქვს უფლება ხალხის გეოპოლიტიკურ არჩევანს, ქვეყნის მონაწილეობას საერთაშორისო გაერთიანებებსა და ალიანსებში, ვეტო დაადოს. ამიტომ, ხელისუფლების ქმედებებზე ჩვენი რეაქცია მკაცრი იყო. ჩვენ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევაში ეჭვმიტანილ პირებს სანქციები დავუწესეთ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, უკრაინა სახელმწიფოებს აღიარებს“, - აღნიშნა ანდრეი სიბიგამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით უკრაინის მიდგომა ევროკავშირის მიდგომას დაეფუძნება.

„დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და სტანდარტების დაცვა ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, რომელმაც თავისი მაიდანი გამოიარა, ცარიელი სიტყვები არ არის. ამიტომ, მე არ მჯერა არცერთი წარმატებული ხელისუფლებისა და ძალაუფლების მოდელების, რომლებიც ხალხის ნების საწინააღმდეგოდ არის აგებული. ასევე, დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებაა. შემიძლია დავამატო, რომ ჩვენი მიდგომა ევროკავშირის მიდგომაზე იქნება დაფუძნებული. როგორც სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობისკენ მიისწრაფვის, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ევროკავშირის პოლიტიკური შეფასებითა და განცხადებებით ვიხელმძღვანელოთ“, - განაცხადა ანდრეი სიბიგამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს