გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ქამის შესახებ ინფორმაციას ენერგო-პრო ჯორჯია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ელექტრო ენერგიის შეზღუდვა სოფელ დიღომს, ზაჰესს, მცხეთისა და დუშეთის რაიონის სოფლებს შეეხება.

“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 იანვარს 10:00-იდან 10:10 საათამდე და 16:50-იდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, ჭოპორტი, ბურიანი, გალავანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ციხისძირი, ხიდისყური, მუხრანი, ქანდა, ქსანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 13:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში წითელსოფელი, ლაშარის ჯვარი, ნავაზარი, ბაგიჭალა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში ვახუშტი ბატონიშვილის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, სარგის კაკაბაძის, ჩალიპირებისა და მიმდებარე ქუჩებზე; 16:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს ზაჰესში მშვიდობის, ბესიკ ბელთაძის, შალვა აფხაიძის და მიმდებარე ქუჩებზე. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს