ლევან მაჭავარიანი - კადრებში რაც ვნახე იყო ის, რომ ფიზიკური ძალადობა დიმიტრი სამხარაძეზე გიორგი გახარიამ დაიწყო  და რეაგირებაც დიმიტრისგან მოულოდნელი არ იყო

კადრებში რაც ვნახე იყო ის, რომ ფიზიკური ძალადობა დიმიტრი სამხარაძეზე ბატონმა გიორგი გახარიამ დაიწყო და შემდეგ რეაგირებაც ბატონი დიმიტრისგან მოულოდნელი არ იყო, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მაჭავარიანის შეფასებით, "კადრებში ყველაფერი ცალსახად ჩანს".

"ნებისმიერი ასეთი ფაქტი ძალიან სამწუხაროა - ჩვენ ყოველთვის ვგმობთ ძალადობას. არა აქვს მნიშვნელობა რომელი მხრიდან მოხდება და საბოლოო ჯამში, ვინ იქნება ამით დაზარალებული.

ის ფსიქოლოგიური ძალადობა და ბულინგი, რაც პოლიტიკოსებზე მიმდინარეობს, ჩვენ ამასაც ძალადობაში ვთვლით. ძალიან სამწუხაროა, რომ ამას არც დიპლომატიური კორპუსი ეხმიანება და პირიქით, ახალისებენ. "ჩავუფურთხოთ საჭმელში", მანამდე იყო "3 ტყვია კეფაში" და ა.შ. ამაზე არავის რეაგირება არ აქვს. სწორედ ეს ყველაფერი იწვევს ამის ირიბად წახალისებას", - განაცხადა მაჭავარიანმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო