ეროვნული ბანკი - 2024 წელს რუსეთიდან გადმორიცხვები 64.6%-ით შემცირდა - გზავნილებში პირველ ადგილს აშშ იკავებს, საიდანაც გასულ წელს 573 მილიონი დოლარი გადმორიცხეს

2024 წელს 65%-ით, ანუ 987 მილიონი დოლარით შემცირდა ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან და 541 მილიონი შეადგინა. 2021 წელს გადმორიცხული თანხის მოცულობა 411 მლნ დოლარს შეაგენდა, 2022 წელს $2 მილიარდს შეადგენდა, 2023-ში კი $1.5 მილიარდს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ საქართველოში, გასულ წელს, ფულადი გზავნილების სახით 3.36 მილიარდი დოლარია გადმორიცხული, „წინა წელთან შედარებით გზავნილების საერთო მოცულობის შემცირების მიზეზი, მეტწილად რუსეთის ფედერაციიდან ფულადი ნაკადების შემოდინების კლების შედეგია“.

ამასთან, აღინიშნება, რომ ძირითად წყაროს 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა, საიდანაც წლიური ზრდა 10.2% იყო.

„ქვეყნების მიხედვით, გზავნილებში პირველ ადგილს აშშ იკავებს, საიდანაც გასულ წელს 573 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, ეს თანხა 2023 წელთან შედარებით 24%-ით მეტი იყო. მეორე პოზიციაზეა იტალია 567 მილიონი დოლარის გზავნილების მოცულობით, საიდანაც შემოსული ფულადი ნაკადები 8%-ით გაიზარდა.

267 მილიონი დოლარი გადმორიცხეს 2024 წელს გერმანიიდან, რაც წლიურად 15%-ით არის გაზრდილი, საბერძნეთიდან გზავნილებმა 7%-ით, 263 მილიონ დოლარამდე იმატა, ისრაელიდან გზავნილები კი 249 მილიონი დოლარი იყო.

გასული წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ჯამურმა მოცულობამ 285.39 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა.

რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გზავნილებს, 2024 წლის დეკემბერში 34.8 მლნ აშშ დოლარია გადაგზავნილი რაც 2023 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.6% მეტია”, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს