ირაკლი კობახიძე - როცა გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ „ნაცი“ და „ჯაშუში“, თმენით უნდა შეხვდე, ვერ მოითმინა გახარიამ და მიიღო პასუხი - მან წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც უპასუხოდ არ დარჩა, ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენა

როცა გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ „ნაცი“ და „ჯაშუში“, ამას თმენით უნდა შეხვდე, ეს ვერ მოითმინა გახარიამ და მიიღო პასუხი - მან წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც უპასუხოდ არ დარჩა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ მომხდარ დაპირისპირებაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, როცა ხარ „ჯაშუში“ და „ნაცი“, თმენის ვალდებულება გეკისრება.

„ხშირად საუბრობენ ხოლმე პოლიტიკოსებთან მიმართებით თმენის ვალდებულებაზე. არ ვიცი ეს როგორ არის პოლიტიკოსებთან მიმართებით, ჩემი შეხედულება მაქვს ამაზე, მაგრამ, როცა ხარ „ნაცი“ და როცა ხარ „ჯაშუში“ , იქ ნამდვილად გაქვს შენ თმენის ვალდებულება. როცა გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ „ნაცი“, ხარ „ჯაშუში“, ამას თმენით უნდა შეხვდე. ეს ვერ მოითმინა გახარიამ და მიიღო პასუხი ამასთან დაკავშირებით. მან წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა, ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენა, მაგრამ, ნუ, ბუნებრივია, გასაგებია, იყო რეაქცია ამასთან დაკავშირებით. როცა ხარ „ჯაშუში“ და როცა ხარ „ნაცი“, შენ გეკისრება თმენის ვალდებულება“, - განაცხადა კობახიძემ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო