ანიტა ჰიპერი - შოკისმომგვრელია ცნობები გიორგი გახარიაზე სასტიკ თავდასხმაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების მონაწილეობის შესახებ - ძალადობისა და დაუსჯელობის ადგილი არცერთ დემოკრატიაში არ არის

შოკისმომგვრელია ცნობები „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების გიორგი გახარიაზე სასტიკ თავდასხმაში მონაწილეობის შესახებ - ძალადობისა და დაუსჯელობის ადგილი არცერთ დემოკრატიაში არ არის, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრეს-სპიკერი, ანიტა ჰიპერი X-ზე წერს.

„საქართველო: შოკისმომგვრელია ცნობები „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციის ლიდერზე გიორგი გახარიაზე სასტიკ თავდასხმაში მონაწილეობის შესახებ.

არცერთ დემოკრატიაში არ არის ძალადობისა და დაუსჯელობის ადგილი, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ქვეყანაზე, რომელიც ევროკავშირის კანდიდატია”, - წერს ჰიპერი.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა