ბათუმში აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ

ბათუმში აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ. შესაბამისი ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

კადრებში ჩანს, რომ ადგილი ჰქონდა როგორც ფიზიკურ, ისე სიტყვიერ დაპირისპირებას.

ერთ-ერთ პირს გაურკვეველი საგანი ეჭირა ხელში, რითაც აქციის მონაწილეებს უსწორდებოდა, შედეგად კი აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ფიზიკური დაზიანებაც მიიღო.

„მსვლელობის დროს, ჯოხი გადაატეხა ჯერ ერთს, მერე მეორეს დაზარალებული გვყავს, ვერ დგებოდა ადამიანი ფეხზე და პოლიცია არც კი დაინტერესებულა, იდგა სანამ ყურით არ მოვათრიეთ და ჩვენ რის გამო გვიჭერენ ბიჭო", - აცხადებს აქტივისტი რომა მახარაძე.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა