ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპას უკრაინის არმიის გარეშე რუსეთის წინააღმდეგ არანაირი შანსი არ აქვს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ უკრაინაში ომის დამთავრების ან ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივა დამოკიდებულია ევროპის მზადყოფნაზე, რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი იყოს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ომის 2025 წელს დასრულება, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ის მსგავს სურვილს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან გრძნობს.

„დარწმუნებული ვარ, რუსეთს ეშინია აშშ-ის, ჩინეთის და გაერთიანებული ევროპის. ევროპას უკრაინის არმიის გარეშე რუსეთის ჯართან გამკლავება არ შეუძლია, რადგან რუსული არმია რიცხოვნობით უფრო დიდია. რუსეთს მეტი იარაღი აქვს, მეტი ხალხი ჰყავს და უფრო სასტკია, ვიდრე ევროპელები,“ - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ევროპელები ცხოვრობენ დემოკრატიაში და რუსეთისგან განსხვავებით არ იციან რა არის ომი.

„ევროპას, სამწუხაროდ, უკრაინული არმიის გარეშე დღეს რუსეთის წინააღმდეგ არანაირი შანსი არ აქვს. პუტინმა ეს იცის და ამის შესახებ თავის წრეში საუბრობს. ამიტომ, თუ უკრაინა თავს არ დაიცავს, ის სწრაფად წავა უფრო შორს, ეს ფაქტია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან ევროკავშირს მოუწოდა იყოს სამჯერ უფრო პრაგმატული და გაზარდოს იარაღის წარმოება როგორც უკრაინისთვის, ასევე საკუთარი თავისთვის, რათა პუტინს გაუსწროს.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო