ჯო ბაიდენი - ამერიკაში ყალიბდება სიმდიდრის, ძალაუფლებისა და გავლენის ოლიგარქია, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ქვეყანაში ძალაუფლების ძალიან ცოტა, ულტრა მდიდარი ადამიანის ხელში სახიფათო კონცენტრაცია მიმდინარეობს.

„მინდა გავაფრთხილო ქვეყანა ზოგიერთი რამის შესახებ, რაც ჩემთვის დიდ შეშფოთებას იწვევს. ეს არის ძალაუფლების სახიფათო კონცენტრაცია ძალიან ცოტა ულტრა მდიდარი ადამიანის ხელში. იქნება სახიფათო შედეგები, თუ მათ მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას არ შეაჩერებენ“, - აღნიშნა ბაიდენმა, რომელმაც ამერიკის მოსახლეობას ოვალური კაბინეტიდან გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა.

„დღეს ამერიკაში ყალიბდება უსაზღვრო სიმდიდრის, ძალაუფლებისა და გავლენის ოლიგარქია, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ ჩვენს დემოკრატიას,” - აღნიშნა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენი ოვალურ კაბინეტს ოფიციალურად 20 იანვარს დატოვებს, როდესაც არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო ფიცს დადებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს