დანიის პრემიერი დონალ ტრამპს - გრენლანდია არ იყიდება

დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბრის დროს უთხრა, რომ გრენლანდიამ თავად უნდა გადაწყვიტოს თავისი მომავალი, - ინფორმაციას Politico დანიის პრემიერის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ფრედერიქსენმა ტრამპს გაუმეორა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრის, მუტე ეგედეს განცხადება, რომ „გრენლანდია არ იყიდება“.

დონალდ ტრამპს სატელეფონო ზარის შესახებ საჯაროდ არ უსაუბრია. მან სოციალურ მედიაში განათავსა 2019 წლის გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმადაც გრენლანდიელთა 68 პროცენტი მხარს უჭერდა დანიისგან დამოუკიდებლობას.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა კუნძულ გრენლანდიის ყიდვის სურვილი გამოთქვა და ამ სურვილის შესასრულებლად სამხედრო ძალის გამოყენებაც არ გამორიცხა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა