საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ოპოზიციას ხვდება

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ოპოზიციას ხვდება. დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრებს, ამჟამად კი ისინი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ხვდებიან.

როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ მედიასთან განაცხადა, შეხვედრაზე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე და კრიზისიდან გამოსავლის გზებზე იმსჯელეს.

„საუბარი იყო იმაზე, როგორ განვითარდა მოვლენები არჩევნების შემდეგ, მათ შორის, რა ზომებს მიმართავს დე ფაქტო ხელისუფლება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. საუბარი იყო წამების ფაქტებზე, იმაზე, თუ რამდენად უმოქმედოა პოლიცია. საუბარი იყო იმაზე, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არც ერთი პოლიციელი და არც „ტიტუშკა“ დასჯილი არ არის. მოვახსენეთ, რომ ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ეს ხალხი არ გაიმარჯვებს. აინტერესებდათ, რა შეიძლება იყოს საბოლოო ჯამში გამოსავალი. ავუხსენით, რომ მხოლოდ და მხოლოდ ორი პუნქტია - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო