დევიდ მაკალისტერი - „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები თითქმის ნორმალიზდება - როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, საქართველო ზუსტად პირიქით უნდა მოიქცეს

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები თითქმის ნორმალიზდება - როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, საქართველო ზუსტად პირიქით უნდა მოიქცეს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ის „გლობალური ომის პარტიასა“ და Deep State-ზე „ქართული ოცნების“ განცხადებებს, ყალბ ამბებს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს შეთქმულებები ემსახურება საქართველოში რუსული გავლენის გამყარებას დეზინფორმაციის გავრცელებით.

„პარტია „ქართული ოცნება“ ავრცელებს ცნობილ შეთქმულების თეორიებს, რომლებიც საბოლოოდ მხოლოდ კრემლში მისი პოლიტიკური მოკავშირის, ბატონი პუტინის ნარატივს კვებავს. ეს უბრალოდ ყალბი ამბებია.

ეს შეთქმულებები ემსახურება საქართველოში რუსული გავლენის გამყარებას დეზინფორმაციის გავრცელებით. რუსეთის მზარდი გავლენა საქართველოში მნიშვნელოვანი შეშფოთების მიზეზია. მმართველმა პარტიამ არა მხოლოდ გამოიყენა რუსეთის აგრესიული ომის სასტიკი სურათები უკრაინის წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის და დეზინფორმაციის გასავრცელებლად, არამედ შესამჩნევია რუსეთთან ეკონომიკური კავშირების ზრდაც. „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები თითქმის ნორმალიზდება, მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციისა. როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, საქართველო ზუსტად პირიქით უნდა მოიქცეს. ევროპარლამენტმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, რუსეთის მიმართ თავისი საგარეო პოლიტიკა და სტრატეგია ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შეათანხმოს. საქართველომ უნდა გააგრძელოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და პატივი სცეს თავის ვალდებულებას ეფექტურად განახორციელოს ზომები, რომლებიც ხელს უშლის ევროპული სანქციების გვერდის ავლას. ამ ნაბიჯების გარეშე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პროგრესი შეუძლებელი იქნება“,- განაცხადა მაკალისტერმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის