ბერდია სიჭინავა - საგამოძიებო ორგანოსთან კომუნიკაცია იყო - სავარაუდოდ, დღეს მოხდება გიორგი გახარიას გამოკითხვა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივნის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, პარტიის ლიდერს გიორგი გახარიას თავდასხმის საქმეზე სავარაუდოდ, დღეს გამოკითხავენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„საგამოძიებო ორგანოსთან კომუნიკაცია იყო. სავარაუდოდ, დღეს მოხდება გიორგი გახარიას გამოკითხვა“, - განაცხადა სიჭინავამ.

მისი ინფორმაციით, გიორგი გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„კარგად არის, სახლშია. უახლოეს დღეებში ის საზოგადოების წინაშე წარდგება და აუცილებლად ყველა ადამიანი, სოროში დამალული თუ ამ ორკესტრირებული თავდასხმის ავტორი, რეჟისორი და აღმასრულებელი, აბსოლუტურად ყველა ადეკვატურ რეაგირებას და პასუხს მიიღებს გიორგი გახარიასგან და ჩვენი პოლიტიკური გუნდისგან",-განაცხადა სიჭინავამ.

შეგახსენებთ, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა. გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციითაც, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება