ირანის რევოლუციური გვარდია - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა პალესტინისთვის დიდ გამარჯვებას წარმოადგენს

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა პალესტინისთვის დიდ გამარჯვებას წარმოადგენს, - ამის შესახებ განცხადებას ირანის რევოლუციური გვარდია ავრცელებს.

„ომის დასრულება და სიონისტური რეჟიმისთვის ცეცხლის შეწყვეტის დაწესება პალესტინისთვის აშკარა და დიდი გამარჯვებაა, სიონისტური რეჟიმისთვის კი კიდევ უფრო დიდი მარცხია“, - აცხადებს ირანის რევოლუციური გვარდია.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში ირანის რევოლუციური გვარდია „ახალ ომებთან და დანაშაულებთან“ დაპირისპირებისთვის მზად არის.

„წინააღმდეგობა კვლავ ცოცხალი და ძლიერია და ალ-აქსას მეჩეთისა და იერუსალიმის გათავისუფლების შესახებ ღვთაებრივი აღთქმის უფრო მეტად სწამს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ ისრაელმა და „ჰამასმა“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება ძალაში კვირას შევა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს