თინა ბოკუჩავა - როცა ივანიშვილს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გამომწყვდეული ჰყავს, მეხუთე პრეზიდენტს გამომწყვდევით ემუქრება, არც გიორგი გახარიას ექნება ამ ყველაფრისგან იმუნიტეტი

რა თქმა უნდა, არაფერია გამორიცხული, - ასე უპასუხა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ კითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი, თავდასხმის შემდეგ „გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია თავად დააკავონ.

ბოკუჩავას თქმით, გახარიაზე თავდასხმის შემდეგ, საზოგადოებამ აღნიშნულის ამსახველი ვიდეოს ფაბრიკაცია იხილა.

„როცა ივანიშვილს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გამომწყვდეული ჰყავს, მეხუთე პრეზიდენტს გამომწყვდევით ემუქრება, პოლიტიკური ოპონენტები აღარ დარჩა, რომელიც ციხეში ნამყოფი არაა, ან მათზე საქმე აღძრული არაა ცრუ ბრალდებებით, არც გიორგი გახარიას ექნება ამ ყველაფრისგან იმუნიტეტი. გუშინ ვიხილეთ ანგარიშსწორება და შემდეგ ფაბრიკაცია ივანიშვილის პროპაგანდისტული არხის, "იმედის" მხრიდან. ვისურვებდი, უფრო ნაკლები ადამიანი ვნახო ივანიშვილის რუსული მანქანის რიგებში და სამსახურში ჩამდგარი. თუმცა, რაც ვნახეთ ამ ფაბრიკაციით, იმ თავითვე გაგვიჩნდა ეს ეჭვი, რომ მიზანი ეს იყო",- განაცხადა ბოკუჩავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება