ანონსი 17 იანვარი

17 იანვარს, 11:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე და დამოუკიდებელი ადვოკატები ბრიფინგს გამართავენ.

თემა: „სინდისის პატიმრები (რეჟიმის ტყვეები) და სასამართლოში განვითარებული ბოლო დროინდელი მოვლენები“.

საკონტაქტო: ლაშა ტყეშელაძე - 557 559 559

17 იანვარს, 11:30 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე მედიის კითხვებს უპასუხებს.

მის: რუსთაველის 21 (პარტიის ოფისის მიმდებარე ტერიტორია)

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 602 634

17 იანვარს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ თავმჯდომარის, უჩა სეთურის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ვითარება მობილური და ფიქსირებული ქსელის ბაზრებზე: მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორი ბაზარზე, „მაგთიკომის“ მიერ დაინტერესებული კომპანიებისთვის ქსელზე დაშვების პირობების გამოქვეყნება - რა მნიშვნელობისაა გადაწყვეტილება, რას ცვლის ბაზარზე და როგორ შეიძლება აისახოს მომსახურების ხარისხზე“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

17 იანვარს, 14:00 საათზე, პრემიერ-მინისტრის სახელზე კანცელარიაში შევა სასულიერო პირებისა და მორწმუნე საზოგადოების 50 000 ხელმოწერა და მიმართვა - მუზეუმიდან ანჩისხატის ტაძარში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

საკონტაქტო ტელ: 558 593450, 555 399923 ზაზა ნანობაშვილი

17 იანვარს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

17 იანვარს, 17:00 საათზე, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა ბრიფინგს გამართავს.

მის.: თბილისი, ბელიაშვილის 68, პარტიის ოფისი

17 იანვარს, 17:00 საათზე, თავისუფალი ბიზნესების პლატფორმის შეკრება გაიმართება. განხილვის თემა იქნება არსებული სიტუაციის გავლენა ეკონომიკაზე.

მის: თელავის ქუჩა N20, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“

17 იანვარს, 19:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მამებისა და შვილების მარში გაიმართება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება