ლევან ბეჟაშვილი - ჩამოვყალიბდით პოლიტიკურ გზავნილებზე, რომლებიც სალომე ზურაბიშვილმა უნდა გააჟღეროს აშშ-ში

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ოპოზიციასა და მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლების შეხვედრაზე პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოყალიბდნენ იმ ძირითად საკითხებზე, რომელიც ზურაბიშვილმა აშშ-ში პარტნიორებთან შეხვედრისას უნდა გააჟღეროს.

როგორც ბეჟაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, საუბრის თემა ასევე შეეხებოდა ხელახალ არჩევნებს.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში მიემგზავრება. ის დაესწრება ინაუგურაციის პროცესს და ეს უკვე მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტია, რითაც ნათლად ჩანს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ აღიარებენ ივანიშვილის რეჟიმის არჩევნებს და დაკომპლექტებულ მთავრობას, ისინი დგანან ქართველი ხალხის გვერდით.

მნიშვნელოვანია, რა პოლიტიკურ გზავნილებს ჩაიტანს სალომე ზურაბიშვილი. დღევანდელი შეხვედრა იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოყალიბდნენ იმ ძირითად საკითხებზე, რომელიც უნდა გაჟღერდეს ჩვენ პარტნიორებთან საუბრის დროს.

ამავე დროს არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპექტრს და სამოქალაქო საზოგადოებას მზაობა უნდა ჰქონდეს, ამ საკითხებზე მუშაობა გაგრძელდება. საუბარია დეტალური გეგმის გაწერაზე.

ძირითადად ჩამოვყალიბდით იმ გზავნილებზე, რომლებიც პოლიტიკურ გზავნილის სახით სალომე ზურაბიშვილმა უნდა გააჟღეროს აშშ-ში“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის