საზოგადოებრივ მაუწყებელთან მედიის წარმომადგენლები აქციას - „თავისუფლება მზია ამაღლობელს!“ მართავენ

„თავისუფლება მზია ამაღლობელს!“ - ამ მოწოდებით საზოგადოებრივ მაუწყებელთან ჟურნალისტები აქციას მართავენ და “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

ადგილზე სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები იმყოფებიან, ჟურნალისტებს აქციაზე ბანერები აქვთ მოტანილი. გარდა მზია ამაღლობელის გათავისუფლებისა, ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის „ხალხისთვის დაბრუნებას“ და პირდაპირ ეთერს ითხოვენ.

მოგვიანებით, მედიის წარმომადგენლები პარლამენტის წინ მსვლელობით გადაინაცვლებენ და დიდ აქციას შეუერთდებიან, სადაც მოქალაქეების უწყვეტი პროტესტი უკვე 50-ე დღეა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს