ისრაელის პრემიერის ოფისი - მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება მიღწეულია

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა დაადასტურა, რომ “ჰამასთან” მიღწეულია შეთანხმება ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების შესახებ, - ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

CNN-ის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტს დაავალა, დღეს შეიკრიბოს, რის შემდეგაც შეთანხმების დასამტკიცებლად მთავრობა შეიკრიბება.

„ისრაელის სახელმწიფო მოწოდებულია, მიაღწიოს ომის ყველა მიზანს, მათ შორის ჩვენი მძევლების დაბრუნებას - როგორც ცოცხლების, ასევე გარდაცვლილების“, - ნათქვამია პრემიერის ოფისის განცხადებაში.

შეთანხმების მიღწევის შესახებ ინფორმაცია შუამავალმა ქვეყნებმა : კატარმა, შეერთებულმა შტატებმა და ეგვიპტემ ოთხშაბათს გაავრცელეს. დოკუმენტი, რომელიც ძალაში კვირას უნდა შევიდეს, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას და იქ მყოფი მძევლებისა და ისრაელის მიერ დაკავებული პალესტინელი პატიმრების ეტაპობრივ გათავისუფლებას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს