რუსული მედია - ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინთან საუბარში ევროკავშირთან ურთიერთობის კონტექსტში ერევნის ნაბიჯებთან დაკავშირებული ვითარება განმარტა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბრისას ევროკავშირთან დაკავშირებით ერევნის ნაბიჯები განიხილეს, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ნიკოლ ფაშინიანმა ერევნის მიერ ცოტა ხნის წინ ევროკავშირთან ურთიერთობის კონტექსტში გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებული ვითარება განმარტა. რუსეთის ლიდერმა შესაბამისი კომენტარები და შეფასებები გააკეთა“, - აცხადებენ კრემლის პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, პუტინმა და ფაშინიანმა ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.

„აღინიშნა მნიშვნელოვანი პრაქტიკული სარგებელი ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის ფარგლებში ერთობლივი მუშაობის შედეგად, მათ შორის სომხეთის ეკონომიკისთვის“, - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი