ბერდია სიჭინავა - ამ დრომდე სასტუმრო „შერატონ ბათუმის“ ადმინისტრაციას ჩვენთვის არ გადმოუცია გიორგი გახარიას მიმართ განხორციელებული ორგანიზებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები

ამ დრომდე სასტუმრო „შერატონ ბათუმის“ ადმინისტრაციას ჩვენთვის არ გადმოუცია გიორგი გახარიას მიმართ განხორციელებული ორგანიზებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარალელურ რეჟიმში აქტიურ კომუნიკაციაში არიან „შერატონის“ სათაო ოფისთან, რომელსაც უკვე მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია სასტუმროში მომხდარ „ორგანიზებულ თავდასხმასა და „შერატონ ბათუმის“ ადმინისტრაციის მოქმედებებთან დაკავშირებით“.

„ამ დრომდე სასტუმრო „შერატონ ბათუმის“ ადმინისტრაციას ჩვენთვის არ გადმოუცია გიორგი გახარიას მიმართ განხორციელებული ორგანიზებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც ოფიციალურად მოვითხოვეთ და რისი მიღების უფლებაც გვაქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის საფუძველზე.

„შერატონ ბათუმის“ ადმინისტრაციასთან დღეს შემდგარი კომუნიკაციისას, ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ზეპირსიტყვიერად მიგვითითა 10 სამუშაო დღიან ვადაზე, რაც პირდაპირ აჩენს საფუძვლიან ეჭვს პროცესის გაჭიანურებასა და თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების მთლიანობისა და უწყვეტობის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით.

მოვითხოვთ, აღნიშნული კადრების სასწრაფოდ გადმოცემას, რასაც არ სჭირდება რაიმე დამატებითი გონივრული დრო ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად.

„შერატონ ბათუმის“ ადმინისტრაციის თანამშრომლების მოქმედებებით თუ უმოქმედობით თავიდან ვერ იქნა აცილებული სასტუმროში მომხდარი ორგანიზებული თავდასხმა და არ იქნა დაცული შემთხვევის ადგილი, რაც აძლიერებს ეჭვებს, რომ ადმინისტრაცია შესაძლოა იმყოფებოდეს ზეწოლის ქვეშ. ამაზე პირდაპირ მიუთითებს ვიდეოფაილების გადმოცემის გაჭიანურება, რაც უკვე დამუშავებული სახით, ჩვენი ინფორმაციით მზად აქვთ.

პარალელურ რეჟიმში ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვართ „შერატონის“ სათაო ოფისთან, რომელსაც უკვე მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია სასტუმროში მომხდარ ორგანიზებულ თავდასხმასა და „შერატონ ბათუმის“ ადმინისტრაციის მოქმედებებთან დაკავშირებით.

ამ დრომდე იმალებიან და საჯაროობას გაურბიან თავდასხმაში მონაწილე პირები. ივანიშვილის მიერ ორგანიზებული ჯგუფური თავდასხმა არ დარჩება დაუსჯელი! ამ დანაშაულის ორგანიზატორებსა და თანამონაწილეებს გარდაუვლად მოუწევთ პასუხისგება!

და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი მხარდაჭერა სინდისის პატიმრებს, რომლებიც ივანიშვილის ტყვეობაში იმყოფებიან! ჩვენი ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე“,- აღნიშნა სიჭინავამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის