ნიკა მელია ლევან იოსელიანზე - ომბუდსმენის შენობაში ასეთი მავნებელი არავინ მჯდარა, ასეთი სამარცხვინო სახალხო დამცველი ქართველ ხალხს არ ჰყოლია

თუ გუშინ და გუშინწინ, ვინმეს კიდევ სჯეროდა, რომ იოსელიანი ღირსეული ომბუდსმენი იქნებოდა, დღეს ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ის რეჟიმის მიერ დაქირავებული ზუსტად ისეთივე მავნებელია, როგორც მდინარაძე, კობახიძე და ზარქუა - ასეთი სამარცხვინო სახალხო დამცველი ქართველ ხალხს არ ჰყოლია, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

ნიკა მელიას თქმით, ლევან იოსელიანი „არჩევნების წამრთმევ ძალას იცავს კბილებით“.

„სახალხო დამცველი ხალხს და ხალხის წართმეულ არჩევანს კი არა, არჩევნების წამრთმევ ძალას იცავს კბილებით. ახლახანს „ფბ პოსტი“ დაწერა და თქვა, თუ ადამიანებს პირადობები ჩამოართვეს - მათი ნახევარი მაინც რატომ არ დგას გარეთო, ანუ ჯერ ხომ მდინარაძის მათემატიკით იანგარიშა და შემდეგ თქვა, მოწყვლადი ადამიანი, რომელზეც სახელმწიფომ იძალადა, გარეთ თუ არა არის გამოსული - არ მჯერაო.

თუ ადრე როგორღაც ამოღერღა, რომ დემონსტრანტების წამებას ჰქონდა ადგილი, ახლა ესეც გადათქვა და გაიძახის, რომ წამებას სისტემური ხასიათი არ ჰქონია.

თუ გუშინ და გუშინწინ, ვინმეს კიდევ სჯეროდა, რომ იოსელიანი ღირსეული ომბუდსმენი იქნებოდა, დღეს ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ის რეჟიმის მიერ დაქირავებული ზუსტად ისეთივე მავნებელია, როგორც მდინარაძე, კობახიძე და ზარქუა.

ძალიან სიმბოლური იყო, ლევანი რომ ე.წ. "სახალხო დამცველად" რუსული კანონის მიღების დღეს აირჩიეს, მისი განუყოფელი ნაწილია.

ომბუდსმენის შენობაში ასეთი მავნებელი არავინ მჯდარა, ასეთი სამარცხვინო სახალხო დამცველი ქართველ ხალხს არ ჰყოლია“, - წერს მელია „ფეიბუქზე“.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო