პროკურორი - მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახსრებს ფარულად იყენებდა ჯიბის ფულად - 9 მილიონი დანახარჯიდან არცერთი თეთრი არ მოხმარებია ქვეყნის ლეგიტიმურ ინტერესს

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავი კანონზე მაღლა დააყენა, ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახსრებს ფარულად იყენებდა ჯიბის ფულად,- ამის შესახებ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის და სდსს-ს ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმის პროკურორმა გიორგი მუჯირმა დასკვნით სიტყვაში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილსა და ჯანაშიას კორუფციული სქემა ჰქონდათ შემუშავებული და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებს პირადი მიზნებისთვის ხარჯავდნენ.

„თეიმურაზ ჯანაშიას და მიხეილ სააკაშვილის საქმის მრავალწლიანი განხილვა დასრულდა. ბრალდების მხარემ შეაჯერა და ანალიზი გაუკეთა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებებს, რაც ამ სასამართლოში იყო წარმოდგენილი. ამ მტკიცებულებების განხილვამ ჩვენ ერთადერთ დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ მიხეილ სააკაშვილის და თეიმურაზ ჯანაშიას მიერ შექმნილი იყო კორუფციული სქემა, ისინი მხილებული არიან კორუფციულ დანაშაულში, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას მიერ შექმნილი იყო კორუფციული სქემა, სახელმწიფოს ბიუჯეტის სახსრები მათი ფუფუნებისთვის, მათი გარემოცვისთვის კომფორტის შესაქმნელად.

ხარჯები 3 წლისა და 9 თვის განმავლობაში 9 მილიონზე მეტ დანახარჯს მოიცავს. აქ ძირითადად, წარმოდგენილი იყო მთავრობის შემადგენლობა, იმჟამინდელი პოლიტიკოსები, მათთან დაკავშირებული პირები, თინა ბოკუჩავა, სოფო ნიჟარაძე, ივანა მელაი, სხვა არარეზიდენტი ფიზიკური პირებიც, რომლებიც არ წარმოადგენდნენ სტუმრებს და მათი საქმიანობა სახელმწიფო საქმიანობასთან ვერ იქნებოდა დაკავშირებული. ამ ხარჯების ერთობლივი ანალიზით ერთადერთ დასკვნამდე მივდივართ, რომ 9 მილიონი დანახარჯიდან არცერთი თეთრი არ მოხმარებია ქვეყნის ლეგიტიმურ ინტერესს.

ბოკუჩავასთვის გადაცემული იყო "ეიფლის" მობილური ტელეფონი, მარიამ საჯაიასთვის ნაყიდი იყო 3 500 ლარად ოქროს სამკაული. ასევე ერთი ხარჯი იყო, რომელიც კომიკური იყო, მაგალითად, ვერა ქობალიას აუღეს პასპორტი, თითქოს საქველმოქმედო მიზნები იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ განსაზღვრული და ვერა ქობალია 2008 წლის ომში დაინვალიდებულ პირად იყო მოხსენიებული.

სასამართლო აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ერთადერთ, სწორ და კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს მათი დამნაშავედ ცნობის სახით",- განაცხადა მუჯირმა.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის