მსახიობი ბაჩო ქაჯაია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ის 5000 ლარით დააჯარიმეს, თუმცა ადასტურებს, რომ სასამართლოდან უწყება მიიღო

მსახიობი ბაჩო ქაჯაია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ის 5000 ლარით დააჯარიმეს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ქაჯაია აცხადებს, მას უბრალოდ სასამართლოდან უწყება მიუვიდა.

ბაჩო ქაჯაიას მხრიდან ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადგილი და დაეკისრება თუ არა მას ადმინისტრაციული სახდელი, აღნიშნულზე სასამართლო 21 იანვარს, 17:00 საათზე იმსჯელებს.

„ინტერპრესნიუსი“ ასევე ესაუბრა ბაჩო ქაჯაიას ადვოკატს, თორნიკე მიგინეიშვილსაც, რომლის განმარტებითაც, ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან.

ადვოკატის თქმით, ბაჩო ქაჯაია 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და ედავებიან, რომ გზა იმ როს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

რაც შეეხება კიდევ ერთ მსახიობს, ანა ტყებუჩავას, არსებული ინფორმაციით, მასაც იგივე ქმედების ჩადენას ედავებიან და მისი სასამართლო პროცესი 22 იანვარს გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს