„ძირს პოლიციური რეჟიმი“, „ცეცხლი ოლიგარქიას“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - ამ შეძახილებით მოქალაქეები სარაჯიშვილის მეტროდან აქცია-მსვლელობას მართავენ

„ძირს პოლიციური რეჟიმი“, „ცეცხლი ოლიგარქიას“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - ამ შეძახილებით მოქალაქეები სარაჯიშვილის მეტროდან აქცია-მსვლელობას მართავენ.

მათი განცხადებით, სარაჯიშვილის მეტროდან მსვლელობით თემქაზე, პოლიციის ერთ-ერთ შენობასთან მივლენ, რითაც ქვეყანაში არსებულ „საპოლიციო რეჟიმს გააპროტესტებენ“.

აქციის მონაწილეების განმარტებით, გარეუბანში აქციის გამართვა შეგნებულად შეარჩიეს იმიტომ, რომ „უთანასწორო გარემო ცენტრსა და პერიფერიებს შორის იგრძნობა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია პროტესტი მოედოს თბილისის ყველა უბანსა და საქართველოს ყველა ქალაქს“.

„ჩვენ შევიკრიბეთ პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ, იმ სოციალური ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც აძლიერებს ამ პოლიციურ რეჟიმს“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათი თქმით, ქვეყანაში პროტესტი არ შეწყდება იქამდე, ვიდრე არ დაკმაყოფილდება შემდეგი მოთხოვნები: გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციაზე დაკავებული პირები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია