30.06.2025 / 09:10
საბა ბუაძე - მე და ჩვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რამაზ მანდარიას ორი პირი თავს მოულოდნელად დაგვესხა, რამაზს აქვს სახეზე დაზიანებებიც - ერთ-ერთ თავდამსხმელს დანაც ჰქონდა

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, მას და ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რამაზ მანდარიას ორი პირი თავს მოულოდნელად დაესხა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ბუაძე აცხადებს, თავდამსხმელებმა თავდაპირველად მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი რამაზ მანდარიას სახეში ჩანთა გაარტყეს.

ამასთან, ბუაძის თქმით, თავდამსხმელებიდან ერთ-ერთს დანაც ჰქონდა.

„ქუჩაში მიმავალ ორ ადამიანს სიტყვიერი შეურაცხყოფით შემოგვხვდა და ფაქტობრივად, თავს დაგვესხა ორი ადამიანი. გინებით, ჩემი სახელის და გვარის ხსენებით შემოგხვდა ეს ორი ადამიანი, როცა ჩვენგან პასუხი მიიღეს, ეს ყველაფერი უკვე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, სადაც იყენებდნენ ქვებს. ჩვენი საბურთალოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რამაზ მანდარიას ესროლეს ქვა. ერთ-ერთ თავდამსხმელს დანა ჰქონდა, რაც ასევე ვიდეოზეა აღბეჭდილი, ამავე ვიდეოში ისმის ძალიან კარგად, როგორ მემუქრება გვარით ეს ადამიანი. მათ შესაბამისი პასუხი მიიღეს, ისევე, როგორც ამ სამარცხვინო, ძალადობრივი გარემოს შემქმნელები ამ ქვეყანაში შესაბამის პასუხს მიიღებენ საზოგადოებისგან იმ ყველაფრისთვის, რასაც ამ ქვეყანას უკეთებენ. ჩვენი მათთან გადაკვეთა, თუ შეხვედრა, პირდაპირ ჩემი სახლის და გვარის ხსენებით და გინებით დაიწყო.

შტაბში გვქონდა შეხვედრა, დასრულების შემდეგ ჩვენ, ორი გამოვედით და მაშინ გაგვიარა გვერდით ამ ორმა ადამიანმა. რამაზ მანდარიას დაზიანებები აქვს სახეზე, ერთ-ერთმა ჩანთაც მოარტყა. პოლიცია ახლა მოვიდა, ჯერჯერობით იმ თავდამსხმელებთან ატარებდნენ დროს, მათ ჰკითხავდნენ, არ გაქცეულან. ეს ადამიანები ვიდეოზე არიან აღბეჭდილი და ამოცნობის სურვილის შემთხვევაში, ძალიან მარტივადაა შესაძლებელი მათი ვინაობის და შემთხვევის გარემოებების დადგენა, მაგრამ პოლიციას ცხადია, არანაირი ინტერესი არ გააჩნია, რადგან პოლიცია ხელისუფლებასთან შეზრდილი მხარეა, რომელიც ახალისებს და ხელს აფარებს ძალადობას. არ გამიკვირდება, რომ ეს ადამიანები დაზარალებულად გამოაცხადონ და თავდამსხმელებად ჩვენ, იმ ქვეყანაში, სადაც ყოველდღე ასეთი აბსურდი ხდება“, - განაცხადა ბუაძემ.

ცნობისთვის, საბა ბუაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მათთ თავს პროვოკატორები დაესხნენ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე