ანა დოლიძე - ჩვენ ახლოს ვართ კავკასიური სახლის იდეის რეალიზებასთან

კავკასიური სახლის იდეა არის გრანდიოზული იდეა, რომელსაც დიდი გარღვევის მოტანა შეუძლია - ამის შესახებ პარტია "ხალხისთვის" ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან სერიოზული რამ ხდება სამეზობლოში, ვისაც აქვს ნაფიქრი ზვიად გამსახურდიას კავკასიური სახლის იდეაზე, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც შეიძლება მოხდეს.

„მართლაც ახლოს ვართ ამის რეალიზებასთან. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი საქართველოს ყოფნა ევროპაში და ევროპასთან. ჩვენ შეიძლება მოგვეცეს შანსი შევქმნათ კავკასიური სახლის იდეა. არასოდეს ისე ახლოს არ ვყოფილვართ, როგორც ახლა. ჩვენ სამ რესპუბლიკაში ყოველთვის იყო სხვაობები საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით. საქართველო ოთხმოცდაათიანი წლებიდან იყო ყოველთვის პროდასავლური, მიუხედავად ედუარდის კორუფციისა და ჭაობისა ის ამ კურსზე იდგა. მაშინ გავხდით ჩვენც ევროპის საბჭოს წევრი. არასოდეს საქართველოს ეს კურსი არ შეუცვლია. სომხეთი მიბმული იყო რუსეთზე და ატარებდა რუსულ პოლიტიკას, ხოლო აზერბაიჯანის პოლიტიკა იყო პროდასავლური, მაგრამ არასოდეს ისეთი აქტიური. აზერბაიჯანის პოლიტიკა ბოლო მოვლენებამდე იყო მულტივექტორული. ახლა ხდება მნიშვნელოვანი რაღაც. ჩვენი პროტესტების მეშვეობით ჩვენ შევინარჩუნებთ პროდასავლურობას, სომხეთი პირველად წამოვიდა დასავლეთისკენ და გააფორმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება ამერიკასთან. ასევე, აზერბაიჯანმა გააკეთა კრიტიკული განცხადებები რუსეთის მიმართ, აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ. ახლა არის მომენტი, როდესაც სამივე ქვეყანა ჰგავს საკუთარ პოზიციებში. ჩვენ უნდა დავრჩეთ კავკასიის ცენტრი, თუმცა ეს ადგილი დავკარგეთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო, მაგრამ ეს სამივე ქვეყანა ჰგავს საკუთარ მიდგომებში და ეს საინტერესო შესაძლებლობებს იძლევა. კავკასიური სახლის იდეა არის გრანდიოზული იდეა, რომელსაც დიდი გარღვევის მოტანა შეუძლია“, - განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარსაც პარტია "ხალხისთვის" პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია