გია ვოლსკი - ზურაბიშვილმა ყველას გადააჭარბა, საქართველოს არჩევნების შედეგი რუსეთის ჩარევამ განაპირობა, მაგრამ ვერ ვამტკიცებთო

ზურაბიშვილმა ყველას გადააჭარბა, საქართველოს არჩევნების შედეგი რუსეთის ჩარევამ განაპირობა, მაგრამ ვერ ვამტკიცებთო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი, გია ვოლსკი „ფეისბუქზე“ წერს.

გია ვოლკსი თავის პოსტს საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ უცხოური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუს ურთავს. ასევე, ვოლსკი აქვეყნებს ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილის და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების მიერ დონალდ ტრამპის შეფასებასა და არჩევნების შესახებ გაკეთებული განცხადებების ვიდეოებს.

„მოუსმინეთ რეებს ლაპარაკობენ! ზურაბიშვილმა ყველას გადააჭარბა, საქართველოს არჩევნების შედეგი რუსეთის ჩარევამ განაპირობა, მაგრამ ვერ ვამტკიცებთო, ჩვენ კი არა მათ არჩევნებზე გავლენას ვერც აშშ და ევროპული ქვეყნები ამტკიცებენო, არადა ჩარეულიაო!

საინტერესოა ან მათი ლობისტები, ან თავად როგორ ხსნიან (“აპრავებენ”) ამას დღეს, არჩეულ პრეზიდენტ ტრამპის კართან ატუზულები!“ - წერს ვოლსკი

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს