ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კოალიცია „ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა და აქტივისტი კერენ ესებუა 5 000 -5 000 ლარით დააჯარიმა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კოალიცია „ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა და აქტივისტი კერენ ესებუა 5 000 -5 000 ლარით დააჯარიმა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ მიიღო.

მან აქტივისტები სამართალდამრღვევებად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-პირველი პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც აქციაზე პიროტექნიკის გამოყენებას გულისხმობს.

მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ აქტივისტები გაამართლა მათთვის წაყენებულ კიდევ ერთ მუხლში - ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილში, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სხდომაზე მხარეებმა შეისწავლეს ვიდეომტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდა, რომ მარიამ სიჭინავას და კერენ ესებუას 16 იანვარს, დაკავებისას პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

„არა ოლიგარქიას“ „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „უსამართლო სასამართლო“ - ამ შინაარსის პლაკატებით და შეძახილებით მივიდნენ სასამართლოსთან მარიამ სიჭინავასა და კერენ ესებუას მხარდამჭერები და მათი დაჯარიმება გააპროტესტეს.

ცნობისთვის, 16 იანვარს, ზუგდიდში, აქციაზე პიროტექნიკის გასროლისთვის აქტივისტები მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა მაშინ დააკავეს, როდესაც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ მოქალაქეები იკრიბებოდნენ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია