ისრაელის უშიშროების მინისტრმა, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გამო პროტესტის ნიშნად, თანამდებობა დატოვა

ულტრამემარჯვენე პარტია „ებრაულმა ძალამ“ განაცხადა, რომ „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ამოქმედების გამო, პროტესტის ნიშნად, მთავრობას ტოვებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „ებრაული ძალის“ ლიდერმა, ეროვნული უშიშროების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ არ იმოქმედებს მთავრობის დამხობაზე, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება "ტერორიზმის სრული გამარჯვებაა".

შეგახსენებთ, ბენ-გვირი დიდი ხანია აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების წინააღმდეგია და რომ ისსრაელმა „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია უნდა გააგრძელოს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს