ისრაელის ელჩი - რომი, ემილი, დორონ, კეთილი იყოს თქვენი სახლში დაბრუნება - არ გავჩერდებით და არ დავნებდებით, სანამ ყველა არ დაბრუნდება

რომი, ემილი, დორონ, კეთილი იყოს თქვენი სახლში დაბრუნება, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი, ჰადას მეიცადი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება „ჰამასის“ მიერ ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას.

“რამდენი ხანი ველოდით და ვლოცულობდით ამ წამისთვის. მადლობა რომ დაბრუნდით.

როგორი ემოციური და ძალის მომცემი დღეა. ჩვენ ყველა განვიცდით ემოციების სრულ სპექტრს - ცრემლები ეკრანების წინ, დაუსრულებელი მოლოდინი, დიდი იმედი და ღრმა შეშფოთება მათ მიმართ, ვინც ჯერ არ დაბრუნებულა.

ჩვენ არ გავჩერდებით და არ დავნებდებით - სანამ ყველა არ დაბრუნდება”, - წერს ელჩი „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, დღეს „ჰამასმა“ სამი ისრაელელი მძევლის გათავისუფლების შესახებ განაცხადა. ისრაელის ინფორმაციით, სამი მძევალი უკვე ქვეყნის ტერიტორიაზეა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!