ჯო ბაიდენი - შეთანხმება, რომელიც პირველად მაისში წარვადგინე, საბოლოოდ შესრულდა - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევიდა და ვხედავთ მძევლების გათავისუფლებას

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ "ღაზაში იარაღი გაჩუმდა". „შეთანხმება, რომელიც მე პირველად გასულ მაისში წარვადგინე ახლო აღმოსავლეთისთვის, საბოლოოდ შესრულდა. ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევიდა ღაზაში და დღეს ჩვენ ვხედავთ მძევლების გათავისუფლებას, სამი ისრაელელი ქალი, რომლებსაც [მათი] ნების საწინააღმდეგოდ ბნელ გვირაბებში აკავებდნენ 470 დღის განმავლობაში“, - განაცხადა ბაიდენმა და დასძინა:

„ამდენი ტკივილის, ნგრევის, სიცოცხლის დაკარგვის შემდეგ, დღეს ღაზაში იარაღი გაჩუმდა“.

ამასთან, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოხარულია, როგორც მისი გუნდი, ასევე არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი, რომ ერთხმად საუბრობდა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების შესასრულებლად.

„ეს იყო აუცილებელიც, ეფექტურიც და უპრეცედენტოც, მაგრამ წარმატება მოითხოვს რეგიონში ჩვენი მეგობრების გამძლეობასა და მუდმივ მხარდაჭერას“, - განაცხადა ბაიდენმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს  წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს