დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება

ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება. ინაუგურაციის ცერემონია აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში შედგება, - ინფორმაციას CBS-ი ავრცელებს.

ფიცის დადების ცერემონია თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. დონალდ ტრამპი ფიცს უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე, ბიბლიაზე დადებს, რომელიც როგორც წესი, მომავალი პრეზიდენტის მეუღლეს უჭირავს და შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამს:

„საზეიმოდ ვფიცავ (ან ვადასტურებ), რომ ერთგულად შევასრულებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, შევინარჩუნებ და დავიცავ შეერთებული შტატების კონსტიტუციას“.

დონალდ ტრამპი, ფიცის დადების შემდეგ, საინაუგურაციო სიტყვას წარმოთქვამს.

ტრადიციულად, პრეზიდენტების ინაუგურაციის ცერემონიები კაპიტოლიუმის შენობის გარეთ იმართება, თუმცა, მოსალოდნელი ცივი ტემპერატურის გამო, იძულებული გახდნენ, ეს ტრადიცია დაერღვიათ და ფიცის დადების ცერემონია კაპიტოლიუმის შენობის როტონდაში დაეგეგმათ.

მოსალოდნელია, რომ ტრამპის ინაუგურაციას ამერიკელი კანონმდებლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. ასევე ოთხი ყოფილი პრეზიდენტი: ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაქ ობამა და ჯო ბაიდენი. ასევე მოსალოდნელია, რომ ცერემონიას დაესწრება ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, რომელიც 2024 წლის არჩევნებში ტრამპის კონკურენტი იყო.

ინაუგურაციას ასევე დაესწრება რამდენიმე უცხოელი ლიდერი, მათ შორის არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი. ტრამპმა ინაუგურაციაზე მიიწვია ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, თუმცა, ცერემონიას, მის ნაცვლად ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჟენგი დაესწრება.

დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი არჩეული პრეზიდენტია, რომელმაც ინაუგურაციაზე მსოფლიო ლიდერები მიიწვია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი