პაატა მანჯგალაძე - ის, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე „ქართული ოცნება“ მიწვეული არ არის, ნიშნავს იმას, რომ ცივილიზებული სამყარო ივანიშვილის რეჟიმს ლეგიტიმურად არ აღიარებს

ის, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე „ქართული ოცნება“ მიწვეული არ არის, ნიშნავს იმას, რომ ცივილიზებული სამყარო ივანიშვილის რეჟიმს ლეგიტიმურად არ აღიარებს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება აშშ-სთან ურთიერთობებს ვერ დაარეგულირებს, რადგან „ისინი რუსეთის და ჩინეთის ინტერესების გამტარებელი არიან“.

„მის ნაცვლად, იქ წარმოდგენილი არის საქართველოს პრეზიდენტი, ასევე, არის გიორგი ვაშაძე, არიან სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას აღიარება და მხარდაჭერა არ აქვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ს მხრიდან. რაც შეეხება ინაუგურაციას და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას, როგორც მისი გუნდის და ტრამპის განცხადებებიდან ჩანს, ის ძალიან აქტიურ საგარეო პოლიტიკას აპირებს. ეს აქტიურობა იქნება კავკასიაშიც და არავინ მოიტყუოს თავი და არ თქვას, რომ თუ რეგიონში შემცირდება ამერიკული გავლენა ან აშშ კავკასიიდან გავა, საქართველოსთვის კარგი პირობები იქნება, უფრო დაცული იქნება, თავისუფლება უფრო გარანტირებული იქნება. პირიქით მოხდება, აშშ აქედან არ გავა. აშშ ამბობს, რომ სადაც ჩინეთის და რუსეთის ინტერესი იკვეთება, ყველგან დაუპირისპირდება მათ. დარწმუნებული ვარ, არც საქართველოს დათმობას არ აპირებს ჩინური და რუსული გავლენისგან. ამიტომ, ფუჭია მოლოდინი „ქართული ოცნება“ რასაც ქმნის, ტრამპი მოვა და დავლაგდებითო. ვერ დალაგდებიან იმიტომ, რომ ისინი რუსეთის და ჩინეთის ინტერესების გამტარებელი არიან“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი